მთარგმნელობითი კომპანია ტრადოსი
(995 32) 292 30 70
geotrados@yahoo.com

თარგმანის შეკვეთა
გსურთ მიიღოთ კვალიფიციური მთარგმნელობითი მომსახურება?
თქვენ სწორად შეარჩიეთ ჩვენი ორგანიზაცია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი დრო ხასიათდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის გლობალური ინტეგრაციით. ეს იწვევს ენობრივი ნაკადების გადათარგმნის აუცილებლობის ზრდას რეალური დროის რეჟიმში. მეტიც, თანამედროვე სამყაროში თარგმანი სულ უფრო შორდება მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედებით ხასიათს და დამატებით იძენს ხელობის და ინდუსტრიის სახეს. ეს ეხება როგორც ტექნიკურ და იურიდიულ ტექსტებს, ასევე ეკონომიკური, სამეცნიერო, სამედიცინო ტექსტებსაც.


სათარჯიმნო
კომპანია  „ ტრადოსი “  სთავაზობს თავის კლიენტებს სათარჯიმნო მომსახურების ფართო სპექტრს.


კომპანიას
აქვს სათარჯიმნო ბიზნესში მუშაობის დიდი გამოცდილება, ჰყავს კვალიფიცირებული კოლექტივი, აქვს კლიენტებთან მუშაობის შემუშავებული პროგრამები.


თანამშრომელთა
მაღალი პროფესიონალიზმი, მომსახურების ფართო სპექტრი, შეკვეთის შესრულებაზე ორიენტირებულობა, მომსახურების მოქნილობა - ეს და სხვა მრავალი მახასიათებელი გამოარჩევს ჩვენს კომპანიას სათარჯიმნო მომსახურების ბაზარზე.

კვალიფიციური საკადრო შემადგენლობისა და სათარჯიმნო ბიზნესის სფეროში მდიდარი გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს  ბიუროზე მიცემული ნებისმიერი დავალება  მოცულობისა და სირთულის მიუხედავად, გადაჭრილი იქნება მაღალ დონეზე.

 

ხარისხის მუდმივი კონტროლი საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ გაწეული მომსახურების მაღალი დონე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გრძელვადიანი, ურთიერთმომგებიანი თანამშობლობისთვის